2017-07-11
ბრძანება №:02/03
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშების მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშების მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-17 მუხლის მე-4 და მე-7 პუნქტების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით („ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის10 დეკემბრის No118/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ “ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 21 ოქტომბრის No116/2013 დადგენილების დამტკიცება) დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – ,,უნივერსიტეტი”) იურიდიული ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშების მომზადების მიზნით, შეიქმნას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – ,,უნივერსიტეტი”) სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
•
დავით ბოსტოღანაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი;
•
ზვიად როგავა - იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
•
ნანა ჭიღლაძე - პროფესორი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სამსახურის ყოფილი უფროსი;
•
ირაკლი ბურდული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
•
თამარ ზარანდია - იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი, ავტორიზაციის საბჭოს წევრი;
•
გოჩა ფერაძე - თ. წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ასოცირებული პროფესორი, თსუ აკადემიური საბჭოს წევრი;
•
ლელა ჯანაშვილი - ასიტენტ პროფესორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი;
•
სოსო არჩვაძე - საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი;
•
ნინო გუგუნავა - მაგისტრატურის სტუდენტი, სტუდენტთა მომსახურების ცენტრის თანამშრომელი;
•
მიხეილ ჩუბინიძე - იურიდიული ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი;
•
ლაშა საღინაძე - თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე;
•
მაია მენთეშაშვილი - თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
•
ირინე დარჩია - თსუ რექტორის მოადგილის მრჩეველი უმაღლესი განათლების და მეცნიერების განვითარების საკითხებში, უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი;
•
თამარ მეტრეველი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ხელმძღვანელი.
2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
უნივერსიტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი თამარ ვეფხვაძე