2008-01-30
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული პედაგოგების შრომის ანაზღაურების ტარიფის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 21 აგვისტოს # 69/01-01, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2007 წლის 3 მაისის # 35/02-01 ბრძანებების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ (ბრძანება 12/02-01)

ბრძანება # 12 / 02 - 01
       30.01.2008 წ

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში მოწვეული პედაგოგების შრომის ანაზღაურების ტარიფის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  რექტორის  2007  წლის 21 აგვისტოს # 69/01-01, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2007 წლის 3  მაისის  # 35/02-01  ბრძანებების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ

            ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს 2008 წლის 2 მარტიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული პედაგოგების შრომის ანაზღაურების ტარიფი:
ა) დოქტორის აკადემიური ხარისხის არმქონე პედაგოგის – 10 ლარი საათში;
ბ) დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პედაგოგის – 15 ლარი საათში;
გ) უცხოენოვან მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მოწვეული პედაგოგის - 20  ლარი საათში;
2.  განისაზღვროს  2008  წლის  2 მარტიდან  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ენების შემსწავლელ ცენტრში მოწვეული პედაგოგის შრომის ანაზღაურების ტარიფი - 10 ლარი საათში;
3.  ძალადაკარგულად იქნას ცნობილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  რექტორის  2007  წლის 21 აგვისტოს #69/01-01 და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2007  წლის  3 მაისის  # 35/02-01  ბრძანებები;
4.  ბრძანება  განთავსდეს  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე;
5.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის
მოხსენებითი ბარათი #259/02 14.01.2008წ.

 

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გ. გალდავა

« უკან დაბრუნება