2012-07-16
ბრძანება №:89/01-01

"ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და დოკუმენტების (დიპლომების, სერტიფიკატების, მოწმობების) დამზადების, გაცემის, შენახვის, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაუქმებისა და განადგურების შესახებ" უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 25 იანვრის #03/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის №412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ" "ს" და "ტ" ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:

  1. შევიდეს ცვლილება "ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და დოკუმენტების (დიპლომების, სერტიფიკატების, მოწმობების) დამზადების, გაცემის, შენახვის, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაუქმებისა და განადგურების შესახებ" უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 25 იანვრის №03/01-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების მე-4 პუნქტის "ე" ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

    "ე) სოფიო ცინცაძე – იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი".

  2. ბრძანების დაინტერესებულ პირისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ,,ვებ”-გვერდზე განთავსება.
  4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                                            ალექსანდრე კვიტაშვილი                            
« უკან დაბრუნება