2013-12-16
ბრძანება №:171/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ ალბომის მომზადების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,პ" ქვეპუნქტის, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ

1. მომზადდეს და გამოიცეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ ალბომი, რომელშიც ფოტო და საარქივო-სამუზეუმო დოკუმენტების ილუსტრაციებით ასახული იქნება პირველი ქართული უნივერსიტეტის მნიშვნელობა ქართული კულტურისა და მეცნიერების ისტორიაში, მისი მიღწევები და როლი დღევანდელ საგანმანათლებლო სივრცეში.
2.  დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ ალბომის მოსამზადებელი საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ზურაბ გაიპარაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) თამარ ებრალიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი, ჯგუფის წევრი;
გ) ირაკლი საღარეიშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
დ) ნინო კაკულია – გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის" რედაქტორი, ჯგუფის წევრი;
ე) მარიამ სეხნიაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კონსულტანტი, ჯგუფის წევრი;
ვ) ლევან ბებურიშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის განყოფილების გამგე, ჯგუფის წევრი;
ზ) დავით ბუაჩიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საინფორმაციო – ტექნოლოგიური განყოფილების გამგე, ჯგუფის წევრი.
თ) მაია გურაბანიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის დირექტორი, ჯგუფის წევრი.
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და  დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა.
5.  ბრძანება ძალაშია  საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი, აკადემიკოსი                                     ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება