2018-08-27
ბრძანება №:200/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შპს საქართველს ბიზნესის აკადემიის - SBA სტუდენტების რიგგარეშე მობილობისათვის ვაკანტური ადგილების, ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შპს საქართველს ბიზნესის აკადემიის - SBA სტუდენტების რიგგარეშე მობილობისათვის ვაკანტური ადგილების, ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების №1 დანართის მე-5 მუხლის 11 პუნქტის და მე-51 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 22 აგვისტოს N772/ი ბრძანების, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 აგვისტოს N15665/10-02 წერილის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 24 აგვისტოს N17192/29 და იურიდიული ფაკულტეტის 2018 წლის 27 აგვისტოს N17224/31-01 წერილების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
განისაზღვროს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შპს საქართველს ბიზნესის აკადემიის - SBA სტუდენტების რიგგარეშე მობილობისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ვაკანტური ადგილები:
N
|
საფეხური
|
საგანმანათლებლო
ერთეული
|
საგანმანათლებლო
პროგრამა
|
ადგილების
რაოდენობა
|
1
|
ბაკალავრიატი
|
იურიდიული
|
სამართალი
|
308
|
2
|
ბაკალავრიატი
|
ეკონომიკისა და ბიზნესის
|
ბიზნესის ადმინისტრირება
|
42
|
2. განისაზღვროს 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობის ვადები:
ა) დოკუმენტაციის მიღება - 30 აგვისტო - 4 სექტემბერი;
ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 5-7 სექტემბერი;
გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება -10 -11 სექტემბერი;
დ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა - 12 სექტემბერი;
ე) ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 14 სექტემბერი.
3.
განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):
ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ)უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი
გიორგი შარვაშიძე