2011-02-17
ბრძანება №:21/02-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის საცავების გახსნისა და დალუქვის წესის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის საცავების გახსნისა და დალუქვის წესის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24–ე მუხლის, 25–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის საცავების გახსნისა და დალუქვის წესი (დანართი №1);
2. დაევალოს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორს, წარმოადგინოს საბიბლიოთეკო ფონდებზე მატერიალურ პასუხისმგებელ პირთა ნუსხა დასამტკიცებლად და დამტკიცებულ პირთა ნუსხა აცნობოს დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურს;
3. ბრძანების განხორციელებაზე კონტროლი დაევალოს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორს ზურაბ გაიპარაშვილსა და დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გიორგი გორაშვილს;
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
6. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე