ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გადმოყვანა/აღდგენის წესით ჩარიცხვისა და თსუ-ს ფაკულტეტის შეცვლის მსურველთათვის კონკურსის ორგანიზების შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გადმოყვანა/აღდგენის წესით ჩარიცხვისა და თსუ-ს ფაკულტეტის შეცვლის მსურველთათვის კონკურსის ორგანიზების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის #127 ბრძანებით დამტკიცებული “ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების” V1 თავის, "უმაღლესი განათლების" შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის 490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოყვანისა და აღდგენის წესით სტუდენტთა ჩარიცხვა 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მოხდეს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში დარეგისტრირებულ ვაკანტურ ადგილებზე.
- სტუდენტთა მობილობისათვის განცხადებების შესაბამისი საბუთების მიღება განხორციელდეს 2009 წლის 22 ივნისიდან 15 ივლისამდე ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა ფაკულტეტის მიმღებ კომისიაში.
- ფაკულტეტის მიერ კონკურსანტთა კრედიტების აღიარება და შესაბამისი ფორმით თსუ საგამოცდო ცენტრისათვის მიწოდება განხორციელდეს არაუგვიანეს 2009 წლის 20 ივლისისა. აღიარებული კრედიტები გამოქვეყნდეს თსუ-ს ვებ-გვერზე 22 ივლისს.
- ფაკულტეტებმა წარმოადგინონ შესაბამისი დარგობრივი საგამოცდო და სააპელაციო კომისიების შემადგენლობა არაუგვიანეს 2009 წლის 15 ივლისისა.
- საკონკურსო გამოცდა ჩატარდეს 2009 წლის 27 ივლისს.
- გამოცდის შედეგები გამოცხადდეს 2009 წლის 28 ივლისს.
- სააპელაციო განცხადებების მიღება განხორციელდეს 29 ივლისს.
- კონკურსანტთა შეხვედრა სააპელაციო კომისიასთან გაიმართოს 2009 წლის 30 ივლისს.
- საკონკურსო გამოცდის საბოლოო შედეგები გამოცხადდეს 2009 წლის 31 ივლისს.
- დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა), უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის.
- ბრძანება განთავსდეს თსუ ვებ-გვერდზე და გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში".
- კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის ბრძანება #127.
რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა