2014-11-24
ბრძანება №:172/02-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამოეშის სახელობის პორტუგალიური ენის ცენტრის კოორდინატორის შესარჩევად კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამოეშის სახელობის პორტუგალიური ენის ცენტრის კოორდინატორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 10 ნოემბრის №161/02-01 ბრძანების მე-7 პუნქტის და თსუ კამოეშის სახელობის პორტუგალიური ენის ცენტრის კოორდინატორის თენგიზ ბუაჩიძის 2014 წლის 24 ნოემბრის №40244/02 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამოეშის სახელობის პორტუგალიური ენის ცენტრის კოორდინატორის შესარჩევად კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ჯეფრი მარშალი _ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის აკადემიური წერის მასწავლებელი;
ბ) ვერა ლუჩია პეიშოტო _ კამოეშის სახელობის პორტუგალიური ენის ცენტრის ხელმძღვანელი;
გ) მანანა გელაშვილი _ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
დ) მაია ჭელიძე _ პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
2. დამტკიცდეს სსიპ უნივერსიტეტის კამოეშის სახელობის პორტუგალიური ენის ცენტრის კოორდინატორის შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი №1 );
3. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელძღვანელი დ. ჩომახიძე
« უკან დაბრუნება