2008-08-04
ბრძანება №:0
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაგების სტუდქალაქის საერთო საცხოვრებლით სარგებლობის წესი (ბრძანება №107/02-01)
ბრძანება № 107 / 02-01
04.08.2008 წ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაგების სტუდქალაქის საერთო საცხოვრებლით სარგებლობის წესი
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008ნ წლის 29 მაისის # 490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
დამტკიცდეს დანართით განსაზღვრული ივანე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაგების სტუდქალაქის საერთო საცხოვრებლით სარგებლობის წესი;
-
კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს;
-
ბრძანება გამოქვეყნდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
-
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
გ. გალდავა