2011-07-25
ბრძანება №:76/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011–2012 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმის გახსნის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011–2012 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმის გახსნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 16-ე მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
-
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011–2012 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმე გაიხსნას შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე:
ა.) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
ბ.) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
გ.) ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომით 3X4, ბეჭდური და ელექტრონული ვერსია);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის).
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
- ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
-
ბრძანება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი