2019-03-12
ბრძანება №:3/04
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ “ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის N08/04 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ “ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის N08/04 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო” და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ნ“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და ენების ცენტრის დირექტორის 2019 წლის 11 მარტის №6115/10-02 საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს დამატება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო- საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის N08/04 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო- საატესტაციო კომისიის დებულებაში და დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
,,3. წინამდებარე დებულებით განსაზღვრული წესით ენების შემსწავლელი ცენტრის საშტატო განრიგით განსაზღვრულ მასწავლებლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირი მიიღება 50 თვის ვადით“.
2. წინამდებარე ბრძანების მოქმედება ვრცელდება 2019 წლის 09 მარტის მდგომარეობით ენების შემსწავლელი ცენტრის საშტატო განრიგით განსაზღვრულ მასწავლებლის თანამდებობაზე მოქმედი შრომითი ხელშეკრულების მქონე თანამშრომლებზეც.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა