2014-03-31
ბრძანება №:51/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და ლევან ალექსიძის 2014 წლის 28 მარტის №10765/02 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე სასწავლო პროცესის ვადები:

ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 30 აპრილი – 1 მაისი;
ბ) აკადემიური რეგისტრაცია – 2-3 მაისი;
გ) სააუდიტორიო მეცადინეობები – 5 მაისი – 16 აგვისტო;
დ) საგამოცდო პერიოდი – 18-25 აგვისტო (ძირითადი გამოცდები),                          
   5-14 სექტემბერი (დამატებითი გამოცდები);

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                       ლევან ალექსიძე  


« უკან დაბრუნება