2008-06-11
ბრძანება №:0
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (ბრძანება № 39/01-01)
11.06.2008 წ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N# 91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად,
- გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.
- კონკურსი ცხადდება 12 ივნისს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 11 ივლისი.
- კონკურსი ცხადდება ასისტენტ პროფესორის 53 საშტატო ერთეულზე:
3.1 მათემატიკა:
მათემატიკური ანალიზი – 4, ალგებრა-გეომეტრია – 2 და დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებები – 1.
3.2 კომპიუტერული მეცნიერებები:
დაპროგრამების ენები და დაპროგრამების ინჟინერია – 6, ალგორითმები და ოპერაციათ კვლევა – 2, დისკრეტული სტრუქტურები – 2, მონაცემთა დამუშავება და საინფორმაციო სისტემები – 2, კიბერნეტიკა და ინფორმაციის მართვა – 2.
3.3 ფიზიკა: 3 (პრეტენდენტს მოეთხოვება პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება და ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება ზოგადი ფიზიკის იმ საგნებზე, რომლებიც წარმოდგენილია ფიზიკის ძირითადი სპეციალობისა (Physics Major) და ფიზიკის დამატებითი სპეციალობის (Physics Minor) კურიკულუმებში) და 6 (პრეტენდენტს მოეთხოვება პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება და ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება ზოგადი ფიზიკისა და თეორიული ფიზიკის იმ საგნებზე, რომლებიც წარმოდგენილია ფიზიკის ძირითადი სპეციალობისა (Physics Major) და ფიზიკის დამატებითი სპეციალობის (Physics Minor) კურიკულუმებში).
3.4 ქიმია: ფიზიკური და ანალიზური ქიმია - 2; ორგანული ქიმია – 4; ზოგადი არაორგანული, მეტალორგანული ქიმია -1.
3.5 ბიოლოგია: ფიზიკურ-ქიმიური ბიოლოგია – 3; ფიზიოლოგია – 1; ბიომრავალფეროვნება – 2; გენეტიკა – 1.
3.6 გეოგრაფია: ფიზიკური გეოგრაფია, ნიადაგმცოდნეობა და გარემოს დაცვა – 1; გეომორფოლოგია-გეოეკოლოგია და კარტოგრაფია-გეოინფორმატიკა -1; ქვეყანათმცოდნეობა და საქართველოს გეოგრაფია -1; ჰიდრომეტეოროლოგია(ჰიდროლოგია, მეტეოროლოგია, ოკეანოლოგია) – 3.
3.7 გეოლოგია - 3.
- ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ)პირადობის მოწმობის ასლი ;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამოტივაციო წერილი.
- საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ის კანცელარიაში, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 1.
- ბრძანება გამოქვეყნდეს.
გიორგი ხუბუა
რექტორი