2014-07-08
ბრძანება №:99/02-01

,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში 1921 წელს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული უნივერსიტეტის სტუდენტთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის, უნივერსიტეტის დამაარსებლების იოსებ ყიფშიძის, აკაკი შანიძისა და ექვთიმე თაყაიშვილის, აგრეთვე ცნობილი ქართველი არქიტექტორის, საზოგადო მოღვაწის, ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობის (დღევანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის) ხუროთმოძღვრის სვიმონ კლდიაშვილის ბიუსტების განთავსების უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 აპრილის N56/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2014 წლის 01 ივლისის N20187/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში 1921 წელს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული უნივერსიტეტის სტუდენტთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის, უნივერსიტეტის დამაარსებლების იოსებ ყიფშიძის, აკაკი შანიძისა და ექვთიმე თაყაიშვილის, აგრეთვე ცნობილი ქართველი არქიტექტორის, საზოგადო მოღვაწის, ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობის (დღევანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის) ხუროთმოძღვრის სვიმონ კლდიაშვილის ბიუსტების  განთავსების უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ”  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 აპრილის N56/02-01 ბრძანებაში: 
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში 1921 წელს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული უნივერსიტეტის სტუდენტთა და თანამშრომელთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის, უნივერსიტეტის დამაარსებლების იოსებ ყიფშიძის, აკაკი შანიძისა და ექვთიმე თაყაიშვილის, აგრეთვე ცნობილი ქართველი არქიტექტორის, საზოგადო მოღვაწის, ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობის (დღევანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის) ხუროთმოძღვრის სვიმონ კლდიაშვილის ბიუსტების განთავსების უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ”;
ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში 1921 წელს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული უნივერსიტეტის სტუდენტთა და თანამშრომელთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის, უნივერსიტეტის დამაარსებლების იოსებ ყიფშიძის, აკაკი შანიძისა და ექვთიმე თაყაიშვილის, აგრეთვე ცნობილი ქართველი არქიტექტორის, საზოგადო მოღვაწის, ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობის (დღევანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის) ხუროთმოძღვრის სვიმონ კლდიაშვილის ბიუსტების განთავსების უზრუნველსაყოფად შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ზურაბ გაიპარაშვილი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) გიორგი ტალახაძე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ლეო ჩიქავა - კომისიის წევრი;
დ) მარიამ ლორთქიფანიძე - კომისიის წევრი;
ე) ნუგზარ ალექსიძე - კომისიის წევრი; 
ვ)  მზექალა შანიძე - კომისიის წევრი;
ზ) თამაზ გამყრელიძე - კომისიის წევრი;
თ) ოთარ ჯაფარიძე - კომისიის წევრი;
ი) შოთა ცხოვრებაშვილი - კომისიის წევრი;
კ) როზეტა ასათიანი - კომისიის წევრი;
ლ) გიორგი გოგოლაშვილი - კომისიის წევრი;
მ) ჯემალ მებონია - კომისიის წევრი;
ნ) თეიმურაზ გვიმრაძე - კომისიის წევრი“.

2. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:                                                            დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება