2012-03-09
ბრძანება №:257/01-04

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობით სტუდენტების გადაყვანის შესახებ

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობით სტუდენტების გადაყვანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", ,,ს” და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის #77/2011 დადგენილებით დამტკიცებული სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-7 მუხლის მე-11 პუნქტის, ფაკულტეტებიდან მოწოდებული ინფორმაციისა და უჩა კურატიშვილის 2012 წლის 9 მარტის #5302/02 განცხადების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.    გადაყვანილ იქნენ 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში  საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის მსურველი სტუდენტები  ფაკულტეტების შესაბამისად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1)
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2)
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3)
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4)
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5)
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6)
ზ) ტურიზმის საერთაშორისო სკოლა (დანართი 7)

3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                                 ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება