2013-04-03
ბრძანება №:40/01-01

2013/2014 სასწავლო წლის თსუ ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

2013/2014 სასწავლო წლის თსუ ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების  მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 15-ე მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ს’’ ქვეპუნქტების მე-3 და მე-4 პუნქტების, თსუ რექტორის ბრძანების (39/0101; 01.04.2013) და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილის (10298/02; 02.04.2013) საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩატარდეს შესარჩევი კონკურსი თსუ ინგლისურენოვანი გაცვლითი  პროგრამების ფარგლებში, 2013-2014 სასწავლო წლისთვის გამოყოფილი საბაკალავრო და სამაგისტრო ერთსემესტრიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2013 წლის 15-16 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, ოთახი #135 (მისამართი: თბილისი,  ი. ჭავჭავაძის გამზირი #3).
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
a)    კომისიის თავმჯდომარე ლია წულაძე (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ      მეცნიერებათა ფაკულტეტი)
ბ) კომისიის წევრი ეკა ლეკაშვილი (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი)
გ) კომისიის წევრი ნანა მაისურაძე (ტურიზმის განვითარების ინსტიტუტი)
დ) კომისიის წევრი დემეტრე ეგნატაშვილი (თსუ იურიდიული ფაკულტეტი)
ე) კომისიის წევრი ქეთევან ხუციშვილი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი)
ვ) კომისიის წევრი ალექსანდრე თევზაძე (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი)
4.    დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი - ლელა კაცაძე
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარების წესი და კანდიდატთა შესარჩევი შეფასების კრიტერიუმები (დანართი №1).
6.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
7.    ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.




რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                   
რექტორის მოადგილე,                                    ლევან ალექსიძე   

« უკან დაბრუნება