2012-04-25
ბრძანება №:58/01-01

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012/2013 სასწავლო წლის გერმანულენოვანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012/2013 სასწავლო წლის გერმანულენოვანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების  მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის #412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 15-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ს’’ ქვეპუნქტების და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (9651/02; 24.04.2012) საფუძველზე
 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.    ჩატარდეს შესარჩევი კონკურსი ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანულენოვანი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, 2012-2013 სასწავლო წლისთვის გამოყოფილი საბაკალავრო ერთსემესტრიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2012 წლის 26 აპრილს თსუ მეორე კორპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #3, თსუ-ს მეორე კორპუსი, ოთახი #135).
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
a)    კომისიის თავმჯდომარე - ელიზაბეტ ფენორი DAAD-ს თბილისის    საინფორმაციო ცენტრის  ხელმძღვანელი
b)     კომისიის წევრი - ირაკლიBბურდული (თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი)
გ) ნინო ქიმერიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
დ) კატრინ რიმბახი - ბოშის ფონდის ლექტორი
ე)    კომისიის მდივანი - ირინა გამყრელიძე (თსუ საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის გერმანულენოვანი პროგრამების კოორდინატორი.

4.      დამტკიცდეს კონკურსის ჩატარების წესი და კანდიდატთა შესარჩევი შეფასების კრიტერიუმები (დანართი 1).
5.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
6.    ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის
ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
7.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი:                  ლევან ალექსიძე

« უკან დაბრუნება