2017-09-27
ბრძანება №:190/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი / მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი / მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
 
     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57- ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის № 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ”, ,,ო” ქვეპუნქტების ,  მე-9 პუნქტისა და მე-11 პუნქტის,  ,,ა(ა)იპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესისა და საუნივერსიტეტო დაფინანსების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 21 მარტის № 47/01-01 ბრძანების მე -5 პუნქტისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 21 სექტემბრის №16133/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017/2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსების საერთო ოდენობა განისაზღვროს 300 000 ლარით .
2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017/2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხები გადანაწილდეს შემდეგნაირად :
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 46 719 ლარი ;
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 51 640 ლარი ;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 38 885 ლარი ;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 70 556 ლარი ;
ე) იურიდიული ფაკულტეტი – 55 507 ლარი ;
ვ) მედიცინის ფაკულტეტი – 18 949 ლარი ;
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – 17 744ლარი;



3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას .
4. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება .
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე .



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                         მიხეილ ჩხენკელი               
                                 
                     

« უკან დაბრუნება