2010-11-25
ბრძანება №:112/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და 
ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის, 45-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს დადგენილება №91-ში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 18 იანვრის №1 დადგენილების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 26 მარტის № 24-ე სხდომის გადაწყვეტილების, აკადემიური საბჭოს  2010 წლის 9 ნოემბრის  №129-ე დადგენილებისა და  წარმომადგენლობითი  საბჭოს 2010 წლის  9 ნოემბრის №31-ე სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის  2010 წლის 27 სექტემბრის №220/02-01 ბრძანების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2010 წლის 16 ნოემბრის №28535/02 წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად;
2.    ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს  დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება;
3.    ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს  დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტურის სტუდენტი;
4.    კონკურსი ცხადდება ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო და ასისტენტ პროფესორის 16 საშტატო ერთეულზე;
5.    კონკურსი გამოცხადდეს 2010 წლის 25 ნოემბერს, დოკუმენტაციის წარმოდგენის  ვადა  განისაზღვროს 2010 წლის 27 დეკემბრიდან  2011 წლის 10 იანვრის ჩათვლით, კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 თვის ვადაში;
6.    კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:
        პოლიტიკური მეცნიერებანი
        ასოცირებული პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული
        ასისტენტ პროფესორი _ 4 საშტატო ერთეული   
        საზოგადოებრივი გეოგრაფია
        ასისტენტ პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული
        ჟურნალისტიკა
        ასისტენტ პროფესორი _ 4 საშტატო ერთეული
        სოციალური  მუშაობა
        ასისტენტ პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული
        ფსიქოლოგია
        ასისტენტ პროფესორი _ 6 საშტატო ერთეული
7.    ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში     720 (შვიდას ოცი) ლარით;
   ასისტენტ პროფესორის  თანამდებობრივი  სარგო  განისაზღვრება თვეში   
   540 (ხუთას ორმოცი) ლარით;
8. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი  ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (cv);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი   დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი;
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი _ სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;
თ) არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

      კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:
ა)    ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობისა ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;
ბ)    მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები;
9.    ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
   ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
   ბ)  პირადობის მოწმობის ასლი;
   გ)  ავტობიოგრაფია (CV);
   დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის    (დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
   ე) სამოტივაციო წერილი.
10. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2010 წლის 27 დეკემბრიდან 2011 წლის 10 იანვრის ჩათვლით ჩათვლით თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. № 8 (VI კორპუსი) ოთახი №202;
11. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
12. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული    სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.










რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                       ა. კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება