2018-12-04
ბრძანება №:314/02-01
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ტალახაძის 2018 წლის 26 ნოემბრის N24452/10 და თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის 2018 წლის 27 ნოემბრის N24540/10 კორესპონდენციების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების დანართი N1-ის 31 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 26-ე პუნქტი:
,,26. ალექსანდრე ჭიღლაძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის ადმინისტრატორი.“;
ბ) ბრძანების დანართი N1-ის 52-ე მუხლის მე-11 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,გ) ავთანდილ თარხან მოურავი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.“;
გ) ბრძანების დანართი N1-ის 52-ე მუხლის მე-11 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,ნ) თეიმურაზ ბაქრაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.“;
დ) ბრძანების დანართი N1-ის 52-ე მუხლის მე-11 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,ო) თენგიზ ქირია - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.“;
ე) ბრძანების დანართი N1-ის 52-ე მუხლის მე-11 პუნქტის ,,წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,წ) ირინა ხვედელიძე - მეცნიერი თანამშრომელი - გრანტების - N068 ,,ბუნებრივი კატასტროფების მრავლობითი რისკის შემცირება-საქართველოს განვითარების პოზიტიური ფაქტორი“, NATO SFP 983038 ,,სამხრეთ კავკასია - აღმოსავლეთ თურქეთის ენერგეტიკული დერეფნების სეისმური საშიშროებისა და რისკის შეფასება“, N216758 ,,სეისმური საშიშროების შეფასება საქართველოსათვის და სეისმური რისკის შეფასება - ქალაქ-მუზეუმ მცხეთისათვის თანამედროვე მიდგომებით“ და NATO SFP – G4934 ,,საქართველოში ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის უსაფრთხოება გეოსაშიშროებებისათვის“ ფარგლებში მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“;
ვ) ბრძანების დანართი N1-ის 52-ე მუხლის მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,ჯ“, ,,ჰ“, ,,ჰ1“ და ,,ჰ2“ ქვეპუნქტები:
,,ჯ) ნინო სადრაძე - მეცნიერი თანამშრომელი - NYS -2016 -14 გრანტის ,,გვიანმეზოზოურ-ადრეკაინოზოური სუპრასუბდუქციური მაგმატიზმის ევოლუცია და გეოდინამიკა სამხრეთ საქართველოს მაგალითზე“ ფარგლებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
ჰ) ნოდარ ვარამაშვილი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - N216732 გრანტის -,,მასების მოძრაობის (ღვარცოფი/მეწყერი) მონიტორინგისა და ადრეული შეტყობინების ავტომატური ეკონომიური სისტემა“ ფარგლებში მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
ჰ1)ზურაბ გოგოლაძე - სპეციალისტი;
ჰ2) ნიკოლოზ მჭედლიშვილი- სპეციალისტი.“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა