2012-07-21
ბრძანება №:97/02-01
,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 13 თებერვლის №17/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 13 თებერვლის №17/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ”, ,,ნ” ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის და ,,საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ” 2010 წლის 22 მარტის №82 დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ” ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 13 თებერვლის №17/02-01 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით შეიქმნას საინვენტარიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ერმი ქემოკლიძე – უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) გიორგი ტალახაძე – უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ლიანა მჭედლიშვილი _ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი სპეციალისტი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) არჩილ კუკულავა – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
ე) ლიანა ღვალაძე – საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა – ანგარიშგების განყოფილების უფროსი, აღრიცხვა ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი, კომისიის წევრი;
ვ) რომან ხარბედია – უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონსულტანტი, კომისიის წევრი;
ზ) რუსუდან ნასარიძე – საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსის მოადგილე, აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი, კომისიის წევრი;
თ) თვალმაისა ჯღარკავა – საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტი სპეციალისტი, ძირითადი აქტივების აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირი, კომისიის წევრი;
ი) ალექსანდრე ჭიღლაძე – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი, კომისიის წევრი;
კ) ზურაბ კილასონია – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი, კომისიის წევრი;
ლ) მურმან ცარციძე – საფინანსო დეპარტამენტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, კომისიის წევრი;
მ) ავთანდილ რაზმაძე – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი კონსულტანტი, კომისიის წევრი;
ნ) გაიოზ ტოკლიკიშვილი – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
ო) ნინო კუტალაძე – იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
პ) ირა მომცელიძე – საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა _ ანგარიშგების განყოფილების უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
ჟ) რევაზ გულარაშვილი - – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი.
-
დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის, დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
-
დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
-
დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ,,ვებ”-გვერდზე განთავსება.
-
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე