2016-02-29
ბრძანება №:29/01-01
"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორთა სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2015 წლის 17 დეკემბრის №227/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორთა სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2015 წლის 17 დეკემბრის №227/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თ. დოლბაიას 2016 წლის 25 თებერვლის №8309/02 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
შევიდეს ცვლილება "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2015 წლის 17 დეკემბრის №227/01-01 ბრძანების მე-4 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"3. კონკურსი გამოცხადდეს 2015 წლის 17 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2016 წლის 18 იანვრიდან 2016 წლის 2 თებერვლამდე. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2016 წლის 10 მარტისა;"
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.
დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
4.
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება