2019-03-01
ბრძანება №:41/02-01
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სტუდქალაქის მმართველის ზაზა წაქაძის 2019 წლის 20 თებერვლის N2799/10 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანწესის დამტკიცების თაობაზე“
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესში“:
ა) შინაგანაწესის მე-2 მუხლის ბ1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ1) სტუმარი - უნივერსიტეტში მობილობის ან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მყოფი სტუდენტი, უნივერსიტეტის მიერ გაფორმებული შესაბამისი მემორანდუმის, ხელშეკრულებისა თუ სხვა სამართლებრივი აქტის ფარგლებში უნივერსიტეტში დროებით
სტუმრად მყოფი პირი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს, ან საზღვარგარეთის ქვეყნის უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, ან პერსონალს, ასევე უნივერსიტეტის
სახელით გასამართ ღონისძიებაზე (რომლის ორგანიზატორი, ან თანაორგანიზატორია უნივერსიტეტი) მოწვეული, ან ამ ღონისძიებაში მონაწილე პირი, ასევე უწყვეტი განათლების ცენტრის კურსის მსმენელი.“;
ბ) შინაგანაწესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. მობინადრის ხელშეკრულების მოქმედების მაქსიმალური ვადა განისაზღვრება შესაბამისი სასწავლო პროგრამით განსაზღვრული ვადის ფარგლებში (ხელშეკრულების ვადის გაგრძელება დასაშვებია ერთი დამატებითი სემეტრით, მობინადრის განცხადების საფუძველზე, ასევე დამატებით კიდევ ერთი სემეტრის ვადით, მხოლოდ იმ მობინადრეებისთვის (სტუდენტებისთვის), რომელთაც შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების მიზნით საგანმანანთლებლო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისათვის დამამთავრებელ ეტაპზე ესაჭიროებათ არაუმეტეს ერთი დამატებითი სემესტრისა).
2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა