2015-01-21
ბრძანება №:10/01-01

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2015 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2015 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა” და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და   მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის №150/01-01 ბრძანებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა და უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და შესაბამისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების რეკომენდაციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2015 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით უნივერსიტეტის თითოეულ ფაკულტეტზე შეიქმნას შესაბამისი საკონკურსო კომისიები შემდეგი შემადგენლობით:
ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე -
ა.ა) პროფესორი ელგუჯა ხინთიბიძე;
ა.ბ) პროფესორი მანანა რუსიეშვილი;
ა.გ) პროფესორი დემურ ჯალაღონია;
ა.დ) პროფესორი დავით გოცირიძე;
ა.ე) პროფესორი აკაკი ყულიჯანიშვილი;
ა.ვ) პროფესორი თეიმურაზ პაპასქირი;
ა.ზ) პროფესორი ვასილ კაჭარავა;
ა.თ)  ასოცირებული პროფესორი ქეთევან ხუციშვილი;
ა.ი) გაგა ლომიძე - თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის სამეცნიერო განყოფილების  მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
ა.კ) ვაჟა შენგელია - თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე;
ა.ლ) დოდო ჭუმბურიძე - თსუ  ივანე  ჯავახიშვილის  ისტორიისა  და ეთნოლოგიის
ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე -
ბ.ა) პროფესორი ალექსანდრე შენგელაია;
ბ.ბ) პროფესორი ბეჟან თუთბერიძე;
ბ.გ) პროფესორი გია სირბილაძე;
ბ.დ) პროფესორი დავით კერესელიძე;
ბ.ე) პროფესორი ელიზბარ ნადარაია;
ბ.ვ) პროფესორი თამაზ თადუმაძე;
ბ.ზ) პროფესორი ნანა კოშორიძე;
ბ.თ) პროფესორი ომარ მუკბანიანი;
ბ.ი) ნოდარ ლომიძე - თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მკვლევარი;
ბ.კ) ნიკოლოზ ავაზაშვილი - თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;
ბ.ლ) იზოლდა კახნიაშვილი - თსუ რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
ბ.მ) მიხეილ კაკაბაძე - თსუ ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
ბ.ნ) ელენე სალუქვაძე - თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
ბ.ო) ალექსანდრე ღონღაძე - თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
ბ.პ) მზია ციცაგი - თსუ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
ბ.ჟ) რევაზ კვატაშიძე - თსუ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის დირექტორი;
ბ.რ) ნოდარ ვარამაშვილი - თსუ მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
ბ.ს) თორნიკე ქადეიშვილი - თსუ ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

გ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე -
გ.ა) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე;
გ.ბ) პროფესორი ნოდარ ხადური;
გ.გ) პროფესორი რევაზ გველესიანი;
გ.დ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;
გ.ე) პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი;
გ.ვ) პროფესორი ქეთევან მარშავა;
გ.ზ) პროფესორი ნუგზარ თოდუა;
გ.თ) პროფესორი დავით ნარმანია;
გ.ი) გიორგი ბერულავა -  თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის ბიზნესის კვლევის                         განყოფილების გამგე.

დ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე-
დ.ა)   პროფესორი გიორგი გოგსაძე ;  
დ.ბ)  პროფესორი ზურაბ დავითაშვილი;
დ.გ)  პროფესორი ალექსანდრე კუხიანიძე;
დ.დ) პროფესორი დალი ოსეფაშვილი;
დ.ე) ასოცირებული პროფესორი თამარ დოლბაია;
დ.ვ) ასოცირებული პროფესორი ნინო დურგლიშვილი;
დ.ზ) ასოცირებული პროფესორი თამარ მახარაძე;
დ.თ) ასოცირებული პროფესორი მარი წერეთელი.

ე) იურიდიული ფაკულტეტზე -
ე.ა) პროფესორი მარიკა ცისკაძე;
ე.ბ) პროფესორი მერაბ ტურავა;
ე.გ) პროფესორი ირინე ქურდაძე;
ე.დ)ასოცირებული  პროფესორი ირმა ხარშილაძე;
ე.ე) ასოცირებული პროფესორი ირაკლი დვალიძე;
ე.ვ) ასოცირებული პროფესორი  ვასილ გონაშვილი;
ე.ზ) ასოცირებული პროფესორი მარინა გარიშვილი;
ე.თ) ასისტენტ პროფესორი ლელა ჯანაშვილი;
ე.ი) თამარ ებრალიძე - თსუ თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის უფროსი-მეცნიერ-თანამშრომელი.

ვ) მედიცინის ფაკულტეტზე -
ვ.ა) პროფესორი არჩილ ხომასურიძე;
ვ.ბ) პროფესორი პაატა იმნაძე;
ვ.გ) პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი;
ვ.დ) პროფესორი რუსუდან ქარსელაძე;
ვ.ე) პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი;
ვ.ვ) პროფესორი თეიმურაზ ჯორბენაძე;
ვ.ზ) პროფესორი თეიმურაზ ჩიგოგიძე;
ვ.თ)  ასოცირებული პროფესორი ნინო ჩიხლაძე;
ვ.ი) ნინო გორდაძე - თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე -
ზ.ა) პროფესორი გუგული მაღრაძე;
ზ.ბ) პროფესორი მარინე ჩიტაშვილი;
ზ.გ) პროფესორი ქეთევან ჭკუასელი;
ზ.დ) ასოცირებული პროფესორი  მაია მესტვირიშვილი;
ზ.ე) ასოცირებული პროფესორი ლუიზა არუთინოვი;
ზ.ვ) ასოცირებული პროფესორი  თამარ აბაშიძე;
ზ.ზ) ასოცირებული პროფესორი რუსუდან სანაძე;
ზ.თ) ასოცირებული პროფესორი იზაბელა პეტრიაშვილი.


2. კომისიებს დაევალოთ ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2015 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევა და ფორუმისათვის წარმოდგენა მოქმედი კანონმდებლობის,  ,,ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის N150/01-01 ბრძანებითა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის №150/01-01 ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის 2015 წლისთვის შესრულების უზრუნველსაყოფად ვადების დადგენის თაობაზე“ რექტორის 2014 წლის 30 დეკემბრის №227/01-01 ბრძანებით განსაზღვრული წესითა და ვადებში.
3. კომისიების მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა დაევალოთ შესაბამისი ფაკულტეტების ადმინისტრაციებს.
4. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.




რექტორი, პროფესორი                                                    აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა  

« უკან დაბრუნება