2014-01-13
ბრძანება №:03/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის #151/01-01 ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის 2014 წლისთვის შესრულების უზრუნველსაყოფად ვადების დადგენის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა” და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და  მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.   ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმი ჩატარდეს 2014 წლის 24-25 აპრილს.
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის №151/01-01 ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის შესრულების უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტის ფაკულტეტებს (ფაკულტეტის საბჭოებს) დაევალოთ:
ა) ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობაზე კონკურსის გამოცხადება არაუგვიანეს 2014 წლის 31 იანვრისა;
ბ) ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობისათვის უფლებამოსილ პირთა მოხსენებების დადგენილი წესით მიღება 2014 წლის 28 თებერვლის ჩათვლით;
გ) ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფორუმზე წარსადგენი მოხსენებები შეარჩიოს არაუგვიანეს 2014 წლის პირველი აპრილისა.
3. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
5.     ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი, აკადემიკოსი                           ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება