2020-09-25
ბრძანება №:187/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020- 2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 17 ივლისის N137/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020- 2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 17 ივლისის N137/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11   სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 23 სექტემბრის N15384/30 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე   ვაკანტური   ადგილების   განსაზღვრის   შესახებ“ რექტორის 2020 წლის 17 ივლისის N137/01-01 პირველი პუნქტის „1.3.“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის N3 დანართში მე-3 ნომრად     მითითებულ     დოქტორანტურის     საგანმანათლებლო     პროგრამის
„პოლიტიკის მეცნიერება“ განსაზღვრულ ვაკანტური ადგილების ნაწილში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


"N   დოქტორანტურის  საგანმანათლებლო პროგრამების დასახელებ     ვაკანტური ადგილების რაოდენობა

3      პოლიტიკის მეცნიერება                                  7"


2.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  ბრძანების   დაინტერესებულ   პირებისათვის   გადაცემა   დაევალოს   უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი   გიორგი შარვაშიძე 



« უკან დაბრუნება