2009-05-11
ბრძანება №:17 / 01-03

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე პროფესორთა დანიშვნის შესახებ

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე პროფესორთა დანიშვნის შესახებ

საქრთველოს შრომის კოდექსის მე - 6 მუხლის  I - ლი პუნქტის, 31-მუხლის  1-ლი პუნქტის,  "უმაღლესი განათლების   შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის, საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის # 490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების"  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის  დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2009 წლის 29 იანვრის # 15/02-01 ბრძანების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 16 იანვრის # 03/01-01  და 2009 წლის 17 თებერვლის #16/01-01 ბრძანებების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  დაინიშნოს 2009 წლის 11 მაისიდან 2012 წლის 12 მაისამდე მარინა ვაშაყმაძე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, ხოლო  2009 წლის 11 მაისიდან 2012 წლის 12 მაისამდე მანანა შამილიშვილი ამავე მიმართულების  ასოცირებული პროფესორის  აკადემიურ თანამდებობაზე;
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ამავე ბრძანებით განსაზღვრულ პირებთან;
3.   კონტროლს  ბრძანების  შესრულებაზე  განვახორციელებ  პირადად;
4.   ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ოფიციალურ   ვებ-გვერდზე;
5.   ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

      საფუძველი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო      უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 11 მაისის # 218 დადგენილება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის  აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ".

 

 რექტორი, პროფესორი
                                        გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება