2018-12-21
ბრძანება №:988/02-04
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ.ხომერიკის 2018 წლის 11 დეკემბრის #25463/28 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
დაენიშნოთ სტიპენდია, 2018-2019 სასწავლო წლის ერთი სემესტრის განმავლობაში, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს შემდეგი თანაფარდობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით):
ა) ეკატერინე თარხნიშვილს –2500 აშშ დოლარის ექვივალენტი 6664 ლარი;
ბ) დავით დევაძეს – 2500 აშშ დოლარის ექვივალენტი 6664 ლარი;
გ) ნიკა ნიჟარაძეს – 2500 აშშ დოლარის ექვივალენტი 6664 ლარი;
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, 2018 წლის 30 დეკემბრამდე გასცეს ერთჯერადად 7500 აშშ დოლარის ექვივალენტი 19992 ლარი უნივერსიტეტის ანგარიშზე სან დიეგოს უნივერსიტეტიდან ამ მიზნისათვის გადმორიცხული თანხებიდან (სავალურო გაცვლითი კურსით ერთი აშშ დოლარი 2.6656 ლარი);
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ლ. საღინაძე