2018-08-10
ბრძანება №:718/02-04

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის 2018 წლის 03 აგვისტოს №708/02-04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის 2018 წლის 03 აგვისტოს №708/02-04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 18 ივლისის №197/02-01, სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 7 თებერვლის №28/01-01 და 13 აპრილის №75/01-01 ბრძანებების, ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის 08,08.2018წ. №16318/29 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის 2018 წლის 03 აგვისტოს №708/02-04 ბრძანებაში:
ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, დაფინანსდნენ 67676.27 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები დანართი №1-ის მიხედვით;    
ბ) ბრძანების დანართი №1  ჩამოყალიბდეს ახალ წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული ფორმით (ბრძანება №1 ).
2.    დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები ბაკალავრიატისა და    მაგისტრატურის სტუდენტების მონაცემთა ბაზაში;
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი             ნ. ოვსიანიკოვა    

« უკან დაბრუნება