2007-05-03
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გულნაზი გალდავას ბრძანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ენების შემსწავლელ ცენტრში საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეულ მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფის განსაზღვრის შესახებ (ბრძანება N35/02–01)

ბრძანება № 35/02–01
03. 05 2007 წ.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ენების შემსწავლელ ცენტრში საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეულ მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე, მე-6 მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე, 24-ე მუხლების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ენების შემსწავლელ ცენტრში საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეულ მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფი განისაზღვროს 6 ლარი საათში.
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ნ. ლაცაბიძეს ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელ დ. თვალთვაძესთან შეთანხმებით საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეულ მასწავლებელთა შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ბ. გიორგიძეს საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეულ მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება ამ ბრძანებით დადგენილი წესით.
4. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გ. გალდავა

« უკან დაბრუნება