2008-08-14
ბრძანება №:0

დევნილთა დახმარების, დევნილთა განთავსების ადგილების ნორმალური ფუნქციონირებისა და სხვა საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ (ბრძანება №73/01-01)

ბრძანება № 73 / 01-01
       14.08.2008 წ

 

დევნილთა დახმარების, დევნილთა განთავსების ადგილების ნორმალური ფუნქციონირებისა და სხვა საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

  1. დევნილთა დახმარების, დევნილთა განთავსების ადგილების ნორმალური ფუნქციონირებისა და სხვა საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

_ გულნაზ გალდავა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (ჯგუფის ხელმძღვანელი);
_ შოთა მინდელი - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე  (ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე);
_ რომან ხარბედია - საფინანსო და მატერიალური რესურსების დეპარტამენტის უფროსი;
_ ლელა ბენიძე - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
_ ნათელა ლაცაბიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი;
_ ნუნუ ოვსიანიკოვა - კანცელარიის უფროსი;
_ თეა გერგედავა- საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;
_ ლილი ნემსაძე - კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი;
_  მაია გურაბანიძე - მუზეუმის დირექტორი;
_ თეა ნადირაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;
_ მარიამ სეხნიაშვილი - პრეს-სამსახურის უფროსი;
_ ნინო კაკულია – გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტის” რედაქტორი;
_ დავით ბერეკაშვილი - მონიტორინგის სამსახურის უფროსი;
_ თამაზ წიკლაური – დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი;
_ თამარ ებრალიძე – გამომცემლობის დირექტორი;
_ თამარ ნემსიწვერიძე – საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი;
_ პაატა ტურავა - სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
_ მურმან ცარციძე -  საფინანსო და მატერიალური რესურსების  დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
_ ცეზარ მოსიძე - საფინანსო და მატერიალური რესურსების დეპარტამენტის ბაგების სტუდქალაქის უფროსი სპეციალისტი;
_ ირაკლი ბურდული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
_ დარეჯან თვალთვაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
_ ჯამლეტ ჯანჯღავა - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის  მოვალეობის შემსრულებელი;
_ ალექსანდრე ცისკარიძე - მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის   შემსრულებელი;
_ ნოდარ ბელქანია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
_ რამაზ ბოჭორიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
_ გიორგი შამათავა - სტუდენტური თვითმართველობის პრეზიდენტი;
_ მამუკა კახნიაშვილი – დევნილი, კოორდინატორი (ბაგების სტუდქალაქი);
_ ნანა ხუცინაშვილი – დევნილი, კოორდინატორი (გმირ კურსანტთა ქ. #3); 

  1. ეთხოვოს სამუშაო ჯგუფს:

ა) შენობებში განთავსებული დევნილების შესახებ შესაბამისი   ინფორმაციის მიწოდება რესურსცენტისათვის;
ბ) შენობებში სადღეღამისო მორიგეობის დაწესება;
გ) დევნილების ნორმალური საცხოვრებელი გარემოთი, პირველადი მოხმარების საგნებით, მედიკამენტებით, საკვებით უზრუნველყოფაზე მაქსიმალური ზრუნვა;
დ) დევნილთა ინფორმაციული უზრუნველყოფა, შესაბამის რესურსცენტრებთან, გამგეობებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;
ე) შენობაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, სხვადასხვა ფასეულობების, საბუღალტრო და სხვა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის დაცვა, საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერული ტექნიკის, ძვირფასი ნივთებისა და დოკუმენტაციის დაცულ ადგილას განთავსება;
ვ) ადგილებზე სხვადასხვა სახის (სპორტული, შემოქმედებითი, ინტელექტუალური) ღონისძიებების ორგანიზება, მძიმე სოციალური ფონის განეიტრალების მიზნით.
ზ) წინამდებარე ბრძანების შესრულების უზრუნველსაყოფად სხვა საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. დაევალოს თსუ კანცელარიის უფროსს (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისათვის, ბრძანება საჯარო გაცნობისათვის განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ გვერდზე და მოხდეს მისი ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.

4) კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
5) ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

   საფუძველი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 14 აგვისტოს #704 ბრძანება;

   რექტორი, პროფესორი
                                       გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება