2014-02-28
ბრძანება №:40/01-01
,,ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” რექტორის 2013 წლის #151/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა” და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,
1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” რექტორის 2013 წლის #151/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული №1 დანართის (ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესი) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - ,,1. ფორუმში მონაწილეობისათვის განაცხადს შესაბამის ფაკულტეტზე წარადგენს უნივერსიტეტის სტუდენტი, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ან/და უნივესიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირის წერილობითი რეკომენდაციით. სტუდენტმა განაცხადში უნდა მიუთითოს თავისი და სხვა თანაავტორების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამეცნიერო წვლილი. მოხსენების წარდგენის ბოლო ვადაა ყოველი წლის 10 მარტი.“
2. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :