ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება ოზურგეთის ფილიალში ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე პერსონალის დანიშვნის შესახებ (ბრძანება N01-02/02)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოზურგეთის ფილიალში ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე პერსონალის დანიშვნის შესახებ
საქართველოს შრომის კოდექსის 31–ე მუხლის I პუნქტისა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89–ე მუხლის მე–11 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის N473 ბრძანებულების მე–2 პუნქტის „თ“ და „შ“ ქვეპუნქტების, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალების აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 21.07.2006 წლის N01.01/145 ბრძანების საფუძველზე
ვბრძანებ:
- დაინიშნონ ოზურგეთის ფილიალის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 2006 წლის 28 დეკემბრიდან 2009 წლის 28 დეკემბრამდე, ხოლო ასისტენტ–პროფესორის თანამდებობაზე 2006 წლის 28 დეკემბრიდან 2008 წლის 28 დეკემბრამდე შემდეგი პირები:
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
- შარაძე ზურაბ – ასოცირებული პროფესორი;
- ნაცვალაძე მარიკა:
- დაევალოს ოზურგეთის ფილიალის დირექტორს (ზ. შარაძე) უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.
- კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
- ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი" და განთავსდეს თსუ–ს ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე.
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ფილიალის დირექტორის წარდგინება.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი გ. ხუბუა
« უკან დაბრუნება