2011-01-31
ბრძანება №: 15/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის ეტაპობრივი გადახდის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის ეტაპობრივი გადახდის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. მიეცეთ უფლება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური გადაიხადონ ეტაპობრივად, სამ თანაბარ ნაწილად, შემდეგ ვადებში:
ა) პირველი ნაწილი - 2011 წლის 14 - 26 თებერვალი (ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებში);
ბ) მეორე ნაწილი - 11 - 21 აპრილი;
გ) მესამე ნაწილი - 1 - 11 ივნისი;
2. თანხის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტებს მომდევნო 2011 - 2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის უფლება მიეცემათ დავალიანების დაფარვის შემდეგ.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება