2012-05-23
ბრძანება №:28/04

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტის - ,,ამინომჟავების საფუძველზე მიღებული ბიოდეგრადირებადი პოლიმერების გამოყენება ტვინის ინსულტის ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის დროს ფუნქციური აღდგენის გასაუმჯობესებლად“ დამტკიცების შესახებ

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტის - ,,ამინომჟავების საფუძველზე მიღებული ბიოდეგრადირებადი პოლიმერების გამოყენება ტვინის ინსულტის ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის დროს ფუნქციური აღდგენის გასაუმჯობესებლად“ დამტკიცების შესახებ

      ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მეორე პუნქტის ,,ა“, და ,,ტ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტი - ,,ამინომჟავების საფუძველზე მიღებული ბიოდეგრადირებადი პოლიმერების გამოყენება ტვინის ინსულტის ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის დროს ფუნქციური აღდგენის გასაუმჯობესებლად“ (დანართი №1).
2. პროექტის ხელმძღვანელად დაინიშნოს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი ზაალ კოკაია.
3. პროექტის დაფინანსების წყარო განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი პროგამების ხელშეწყობის ასიგნებების ფარგლებში -   40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.









რექტორი                             ალექსანდრე კვიტაშვილი

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                    დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება