2015-05-11
ბრძანება №:49/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის  28 აპრილის  №58/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის  04 მაისის  №15172/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანების დანართი №1-ის 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,25”-ე პუნქტი: 
,,25. თათია მთვარელიძე – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის  კოორდინატორი - საუნივერსიტეტო მაღაზიათა ქსელში სარეალიზაციო წიგნებსა და ქსელში არსებულ კომპიუტერულ ტექნიკაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი”.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                              დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება