2014-12-12
ბრძანება №:2041/01-04
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე
"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე" თსუ-ს რექტორის 2014 წლის 18 ნოემბრის №1927/01-04 ბრძანებით დაიწყო წარმოება თსუ-ს მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. ინფორმაცია გამოქვეყნდა უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.tsu.edu.ge).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს.
წარმოების შედეგად დადგინდა, რომ თსუ-ს რექტორის 2014 წლის 18 ნოემბრის №1927/01-04 ბრძანებაში მითითებულ სტუდენტთა ნაწილს, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა წარმოება, ნამდვილად აქვს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, ხოლო სტუდენტთა ნაწილს არ უნდა შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი.
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე
მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნირებათა ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 27 ოქტომბრის #37579/02, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მ/შ-ის 2014 წლის 4 ნოემბრის #38252/02 და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 11 დეკემბრის #42553/02 წარდგინებების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, ფაკულტეტების შესაბამისად:
1.1.
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა - ,,ბიოფიზიკა (ინტერდისციპლინური)”
1.
წერეთელი ირაკლი – პ/ნ 01024069284
1.2.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა - ,,ფილოსოფია”
1.
ბერძენიშვილი ნატალია
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა - ,,ისტორია (მახლობელი Aაღმოსავლეთის ისტორია”
1. შავიძე მაია
1.3.
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულეტეტი
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა - ,,განათლების ფსიქოლოგია და კვლევა”
1. ბერძენიშვილი ცვატა
2.
შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში (1 დღის ვადაში).
3.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.
დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
6.
წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6)
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა