2011-09-19
ბრძანება №:159/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის - „SISCO-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტის კურსი (CCNA)“ - საფასურის დადგენის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის - „SISCO-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტის კურსი (CCNA)“ - საფასურის დადგენის თაობაზე
   
  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის „CISCO-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტის კურსი (CCNA)“ დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2011 წლის 12 სექტემბრის №88/01-01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:  
 
1.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის - „CISCO-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტის კურსი (CCNA)“ - ღირებულება (მთლიანი კურსის თვითღირებულება 6000 ლარი) ერთი მსმენელისათვის განისაზღვროს 1000 ლარის ოდენობით.
2.    ჯგუფის მსმენელთა მინიმალური რაოდენობა განისაზღვროს მსმენელთა არანაკლებ იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც საჭიროა კურსის თვითღირებულების დასაფარავად.
3.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის კურსის ღირებულება განისაზღვროს 800 ლარის ოდენობით.
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
5.    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
6.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                    დავით  ჩომახიძე
« უკან დაბრუნება