2018-12-04
ბრძანება №:315/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ზოგადი და არაორგანული ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ზოგადი და არაორგანული ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2018 წლის 2018 წლის 6 ნოემბრის №30/04 ერთობლივი ბრძანებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ. ხომერიკის 2018 წლის  30 ნოემბრის N24752/28  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ზოგადი და არაორგანული ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია), ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;
2. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 4 დეკემბერს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 10 დეკემბრიდან  2018 წლის 13 დეკემბრის  ჩათვლით; 
3. კონკურსი ჩატარდეს 2018 წლის 27 დეკემბრამდე.
4. კონკურსი ცხადდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ზოგადი და არაორგანული ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) - 1 საშტატო ერთეულზე.
5. ლაბორანტის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში 480 (ოთხას ოთხმოცი) ლარით.
6. ლაბორანტის (ზოგადი და არაორგანული ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია)   თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
     ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
     ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი; 
დ) უმაღლესი განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ე) სამოტივაციო წერილი;
ვ) სამუშაო გამოცდილება პროფილის შესაბამისად - არანაკლებ 6 თვის სამუშაო გამოცდილება.


7. ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩეულ პირს ეზღუდება პარალელურად მუშაობდეს სხვა ორგანიზაციაში;
8. დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორანტის (ზოგადი და არაორგანული ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობაზე შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ავთანდილ ქორიძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი – კომისიის თავმჯდომარე; 
ბ) ქრისტინა გიორგაძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ -  პროფესორი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) მაია რუსია – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - მდივანი; 
დ)  მიხეილ გვერდწითელი -  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - წევრი; 

9. დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ზოგადი და არაორგანული ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი  (დანართი N1 );
10. საბუთების მიღება იწარმოებს  2018 წლის 10 დეკემბრიდან  2018 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში.  მისამართი:  თბილისი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. N3, თსუ II კორპუსი;
11. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
12. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
13. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                   ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება