2016-07-13
ბრძანება №:124/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-15 პუნქტების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 8 ივლისის №22849/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 11 ივლისის №23162/02, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2016 წლის 8 ივლისის №22860/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 8 ივლისის №22870/02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 11 ივლისის №23123/02 და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 7 ივლისის №22734/02 და სან დიეგოს უნივერსიტეტი-საქართველოს დეკანის 2016 წლის 5 ივლისის №22356/02 წერილების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართების შესაბამისად:
1.1.
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
1.2.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №3);
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი, პროფესორი
დარეჯან თვალთვაძე