2011-10-06
ბრძანება №:1819/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ

სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან   სტუდენტების მობილობის წესით  ჩარიცხვის შესახებ

 „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 30 სექტემბრის "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ლევან ალექსიძისათვის, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” №100/01-01 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ"  №10/ნ ბრძანების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2011 წლის 4 ოქტომბრის № 04-11635, 2011 წლის 6 ოქტომბრის №04-11850 და 2011 წლის 6 ოქტომბრის №04-11917 დასკვნების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. 2011-2012 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრში  სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან  მობილობის წესით სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხონ სტუდენტები  ფაკულტეტების შესაბამისად :

ა) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
გ) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 3);
დ) ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი  (დანართი 4);
ე) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 5);
ვ) ზუსტ და საბუნებიმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 6).

2.   ეცნობოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ბრძანების გამოცემიდან 7 დღის ვადაში.
3.   დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომ    ადგილზე.            
4.  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს წინამდებარე ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
5.  ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.







რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,                          
პროფესორი                                              ლევან ალექსიძე
« უკან დაბრუნება