2012-06-01
ბრძანება №:88/02-01
ა(ა)იპ - ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ შესყიდვების განხორციელებისას სავარაუდო ფასების დადგენისა და მომარაგების სპეციალიზებული ჯგუფის შექმნის და ფუნქციების განსაზღვრის შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს განახლებული კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას შესასყიდი საქონლისა თუ მომსახურეობის სავარაუდო ფასის დადგენას, რადგან ძირითადად ეს პარამეტრი განსაზღვრავს შესყიდვის რაციონალურობას და შესასყიდი ობიექტის ხარისხს. ამასთან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო შესყიდვების ნომენკლატურა მეტად მრავალფეროვანია და CPV კლასიფიკატორის თითქმის ყველა მსხვილ პოზიციას მოიცავს. შესაბამისად, თსუ საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების ფუნქციონალური სტრუქტურის დახვეწასთან და სრულყოფასთან დაკავშირებით მიზანშეწონილია უნივერსიტეტში შეიქმნას სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას სავარაუდო ფასების დამდგენი სპეციალიზებული ჯგუფი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის, 31-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ზ“, ,,თ“, ,,ი“ ქვეპუნქტების, ,,სახელწმიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებიდან გამოდინარე, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,თ“, ,,ი“, ,,კ“, ,,ნ“ ქვეპუნტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2012 წლის 1 ივნისის N13261/02 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებაში, განყოფილების არსებული ადამიანური რესურსის ფარგლებში, შეიქმნას ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას სავარაუდო ფასების დადგენისა და მომარაგების სპეციალიზებული ჯგუფი“ (შემდგომში ,,სპეციალიზებული ჯგუფი“), შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვალერი მიღდისელი, განყოფილების მთავარი სპეციალისტი - სპეციალიზებული ჯგუფის უფროსი;
ბ) ვასილ მურჯიკნელი, განყოფილების ექსპერტი - სპეციალიზებული ჯგუფის წევრი;
გ) ნიკოლოზ ხატიაშვილი, განყოფილების მთავარი სპეციალისტი - სპეციალიზებული ჯგუფის წევრი.
2. სპეცალიზებულ ჯგუფს უნივერსიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში და მიზნებისათვის განესაზღვროს შემდეგი ფუნქციები:
ა) სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მარკეტინგული კვლევა, საბაზრო ფასების დადგენა, სათანადო მონაცემთა ბაზის შექმნა, მონაცემთა ბაზის პერიოდული განახლება, სავარაუდო მომწოდებელთა რეესტრის წარმოება და განახლება;
ბ) შესაბამისი წესით წარმოდგენილი სახელმწიფო შესყიდვის მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის ინიციატორთან კონსულტაციების საშუალებით მოთხოვნის ტექნიკური მონაცემების შემოწმება, კანონმდებლობით ნებადართული ყველა საშუალების გამოყენებით სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ფასის დადგენა;
გ) საქმიანობის განხორციელება უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თუ უფლებამოსილ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებთან მჭიდრო საქმიანი ურთიერთობების გზით;
დ) უნივერსიტეტის მომარაგების უზრუნველყოფა;
ე) ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის, თავის უფლებამოსილებათა ფარგლებში, ხელმოწერებით დადასტურება.
3. უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს დაევალოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების გაფორმება (არსებულ შრომით ხელშკრულებაში სათანადო ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა) წინამდებარე ბრძანების შესაბამისად.
4. უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს დაევალოს სპეციალიზებული ჯგუფის სატრანსპორტო საშუალებით შეუფერხებელი უზრუნველყოფა, სპეციალიზებული ჯგუფის საჭიროებისა და ჯგუფის უფროსის მოთხოვნის საფუძველზე.
5. უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს დაევალოს სპეციალიზებული ჯგუფის ელექტრონული საშუალებებით საინფორმაციო-სარეკლამო და სახელმწიფო-საინფორმაციო ქსელებით შეუფერხებელი სარგებლობის უზრუნველყოფა.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
7. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გაცნობისა და შესრულების მიზნით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: