2010-03-29
ბრძანება №:28/01-01
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გამოცხადებული დეკანის არჩევნებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გამოცხადებული დეკანის არჩევნებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის’’ წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოზე დამტკიცებული (23. 10. 2009 ოქმი №22) “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანების არჩევის წესის” შესახებ აკადემიური საბჭოს 19.10.2009 წლის №295 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
- დაევალოს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას 2010 წლის 1 აპრილიდან უზრუნველყოს კანდიდატთა რეგისტრაცია.
- დაევალოს კანცელარიას (ნ. ოვსიანიკოვა) ბრძანების საჯაროდ გამოქვეყნება.
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მ.შ (ნ. ბელქანია) 2010 წლის 9 მარტის №5900/02 მიმართვა
რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა