2010-06-30
ბრძანება №:58/01-01

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2010 წლის 25 ივნისის №55/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შესახებ

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის  საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
   
შევიდეს ცვლილება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2010 წლის 25 ივნისის №55/01-01  ბრძანებაში  და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის ქვემიმართულებაზე კონკურსი გამოცხადდეს შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე: 
-    3 ასოცირებული პროფესორი, მათ შორის 1 ასოცირებული პროფესორი ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფილით;
-    3 ასისტენტ პროფესორი;

საფუძველი: დეკანის მოვალეობის შემსრულებლის მოხსენებითი ბარათი №15756/02 30.06.2010წ.

რექტორი, პროფესორი                                            გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება