2011-06-29
ბრძანება №:63/01-01
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 45-ე მუხლის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 15 ივნისის №107/02-01 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის რამაზ ბოჭორიშვილის 2011 წლის 28 ივნისის №16685/02 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მეცნიერებათა ფაკულტეტის სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად;
- სრული ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება. ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება;
- ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტურის სტუდენტი;
- კონკურსი ცხადდება სრული პროფესორის 1 საშტატო, ასოცირებული პროფესორის 2 საშტატო და ასისტენტ პროფესორის 15 საშტატო ერთეულზე;
- კონკურსი გამოცხადდეს 2011 წლის 29 ივნისს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2011 წლის 29 ივლისიდან 2011 წლის 12 აგვისტომდე, კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 თვის ვადაში;
-
კონკურსი გამოცხადდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:
ა)
მათემატიკის მიმართულება
ა. ა) ქვემიმართულება: მათემატიკური ანალიზი
ასისტენტ - პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული
ა. ბ) ქვემიმართულება: ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა
ასისტენტ - პროფესორი _ 2 საშტატო ერთეული
ბ) კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება
ბ. ა) ქვემიმართულება: თეორიული ინფორმატიკა
სრული პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული
ბ. ბ) ქვემიმართულება: ტექნიკური ინფორმატიკა
ასოცირებული პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული
ასისტენტ – პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ბ. გ) ქვემიმართულება: გამოყენებითი ინფორმატიკა
ასისტენტ - პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული
გ) ინტერდისციპლინური (მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები)
ქვემიმართულება: მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული სტრუქტურები
ასისტენტ – პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
დ) გეოგრაფიის მიმართულება
დ. ა) ქვემიმართულება: ჰიდროლოგია, ოკეანოლოგია, მეტეოროლოგია
ასისტენტ პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული
დ. ბ) ქვემიმართულება: გეომორფოლოგია და კარტოგრაფია
ასისტენტ - პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ე) ბიოლოგიის მიმართულება
ე. ა) ქვემიმართულება: მორფოლოგია
ასისტენტ-პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
ე. ბ) ქვემიმართულება: იმუნოლოგია და მიკრობიოლოგია
ასისტენტ-პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
ე. გ) ქვემიმართულება: ადამიანის და ცხოველთა ფიზიოლოგია
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ე. დ) ქვემიმართულება: გენეტიკა
ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ვ) ელექტრონიკის მიმართულება
ქვემიმართულება: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია

სრული პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 900 (ცხრაასი) ლარით;
ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 720 (შვიდას ოცი) ლარით;
ასისტენტ პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 540 (ხუთასორმოცი) ლარით;
-
სრული და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (cv);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი _ სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;
თ) სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
-
კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:
ა) ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობისა ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;
ბ) მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები;
-
ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამოტივაციო წერილი.
-
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2011 წლის 29 ივლისიდან 2011 წლის 12 აგვისტომდე თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. №3 (II კორპუსი) მე-2 სართული, ოთახი №234;
-
ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
-
დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი