2016-10-25
ბრძანება №:1289/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამ ს სტუდენტებისათვის  2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე

            ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51- მუხლის პირველი ნაწილის , 52- მუხლის პირველი ნაწილის , 53- მუხლის პირველი - მე -3 ნაწილების , 54- მუხლის პირველი ნაწილის , მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის  22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე- 6 მუხ ლის პირველი და მე-3 პუნქტების, " უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის 10/ ბრძანების მე -3 მუხლის მე -8 პუნქტის, სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის ( lms.tsu.ge ) მონაცემების საფუძველზე ,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.       აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს :

 

  ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);

  ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2) ;

  ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);

  ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);

 ე იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5) ;

  ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №6)

 

 

2.       შეტანილ იქნას ცვლილება (ერთი დღის ვადაში) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში .

3.       ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს .

4.       ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას .

5.       ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე .

 

  ექტორი                              გიორგი შარვაშიძე

                                                                             

« უკან დაბრუნება