ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ჩატარების ვადების განსაზღვრის შესახებ (ბრძანება №46/02-01)
ბრძანება № 46 / 02-01
23.03.2009 წ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ჩატარების ვადების განსაზღვრის შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის # 490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1- ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2009 წლის 21 იანვრის #10/02-01 ბრძანების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2009 წლის 21 იანვრის #10/02-01 ბრძანებით
გათვალისწინებული საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი
სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული
კონკურსის ჩატარების ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:
1. საბუთების შემოწმების ვადა განისაზღვროს 2009 წლის 23 მარტიდან 2009 წლის 13 აპრილამდე;
2. მეორე ეტაპზე დაშვებულ კონკურსანტთა სია და გასაუბრების გრაფიკი
განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის
უნივერსიტეტში";
3. დაევალოს კანცელარიას (ნ. ოვსიანიკოვა), ბრძანების განთავსება
ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე. ბრძანება საჯარო გაცნობისათვის
განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის
უნივერსიტეტში";
4. ბრძანების შესრულება უზრუნველყოს საკონკურსო კომისიამ;
5. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე;
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობისშემსრულებელი
რ. ხარბედია