2012-05-30
ბრძანება №:70/01-01
ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" და "ს" ქვეპუნქტების, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის პირველი პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31 დადგენილების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 21 მაისის №27/04 ერთობლივი ბრძანების "ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“,, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 7 მაისის №10915/02 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორის სამსახურში მიღების მიზნით;
2. უნივერსიტეტის სრულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2012 წლის 30 მაისს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2012 წლის 2 ივლისიდან 2012 წლის 13 ივლისის ჩათვლით, საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2012 წლის 13 აგვისტოსი.
4. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფსიქოლოგიის მიმართულების კონფლიქტების ანალიზისა და მედიაციის ქვემიმართულების სრული პროფესორის სამსახურში მიღების მიზნით;
6. სრული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით) - PDF Word
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით (ფაილის ფორმატი - Word და PDF) - PDF Word
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) პედაგოგიური და სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2012 წლის 2 ივლისიდან 2012 წლის 13 ივლისის ჩათვლით, 9:30-დან 18:00 საათამდე, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. # 8 (VI კორპუსი) ოთახი #202;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფრომაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი