2014-11-24
ბრძანება №:171/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო - კურსის ,,ქართული ენა რუსულენოვანი მსმენელებისათვის“ კურსის საფასურის განსაზღვრის თაობაზე

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების      მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის  საფუძველზე  და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო – კურსის „ქართული ენა რუსულენოვანი მსმენელებისათვის“ დამტკიცების შესახებ რექტორის N 204/01-01 (14.11. 2014) ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 
 
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო - კურსის ,,ქართული ენა რუსულენოვანი მსმენელებისათვის“ – სრული კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 800 ლარით.
2.   მსმენელს შეუძლია საფასურის ეტაპობრივად დაფარვა (პირველი ნაწილის – სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს ორი კვირისა და მეორე ნაწილის სწავლის დაწყების მერვე-მეათე კვირის განმავლობაში).
3.   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
4. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა  დაინტერესებული  პირებისათვის.
5.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                             დავით ჩომახიძე             

« უკან დაბრუნება