2011-06-24
ბრძანება №:117/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბიბლიოთეკო დოკუმენტების აღრიცხვის მოწესრიგების შესახებ

სსიპ –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბიბლიოთეკო დოკუმენტების აღრიცხვის მოწესრიგების შესახებ

საუნივერსიტეტო წიგნადი ფონდის ერთიანი აღრიცხვის სისტემის მოწესრიგების, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიერ ფაკულტეტების ბიბლიოთეკების ფონდების ცენტრალური სისტემით ორგანიზების სრულყოფილად განხორციელების მიზნით და  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლისა,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490  ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24–ე მუხლის, 25–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 02 ივლისის №14 ოქმით დამტკიცებული საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. უნივერსიტეტის საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის  დეპარტამენტებს დაევალოთ უნივერსიტეტის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (შეძენილი), უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდებში განსათავსებელი მატერიალური ფასეულობების – საბიბლიოთეკო დოკუმენტების (წიგნები, ბროშურები, აუდიო-ვიდეო მასალა, ციფრულ მატარებლებზე განთავსებული ინფორმაცია და სხვა) კანონდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვის შემდგომ, მხოლოდ უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის გადაცემის უზრუნველყოფა.
  2. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დაკომპლექტებისა და დამუშავების განყოფილებას, ფაკულტეტების მოთხოვნის საფუძველზე, დაევალოს, სპეციალურ ჯამობრივ და რეგისტრაციის ჟურნალებში აღრიცხვის,    შტრიხკოდის მინიჭებისა და კატალოგის საკონტროლო ბარათზე სათანადო აღნიშვნის შემდგომ, საბიბლიოთეკო დოკუმენტების განაწილება, მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე (საკატალოგო ბარათთან ერთად), უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შესაბამისი საცავების, სამკითხველო დარბაზების, ფაკულტეტებისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების ბიბლიოთეკებისათვის  გადაცემა.
  3. ფაკულტეტებისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების ბიბლიოთეკებმა უზრუნველყონ საბიბლიოთეკო დოკუმენტების ტექნიკურად დამუშავება, თაროზე განთავსება, ელექტრონულ კატალოგში დოკუმენტის ინვენტარის ნომრის დამატებით.
  4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  6. ბრძანება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.








ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                       დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება